რატი ბრეგაძე: დაინერგა სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი სახელწოდებით – პრობბოქსი, ეს საშუალებას აძლევს პრობაციონერებს, უკვე ელექტრონულად მიიღონ ყველა მომსახურება

დაინერგა სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი სახელწოდებით – პრობბოქსი, – ეს განცხადება პრობაციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „პრობბოქსით“ დაინტერესება მაღალია და არაერთი ექსპერტის მხრიდან ის წარმატებულად შეფასდა.

„დაინერგა სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი სახელწოდებით „პრობბოქსი“, რომელიც უკვე განთავსებულია სხვადასხვა ქალაქში – იუსტიციის სახლებში და ეს საშუალებას აძლევს პრობაციონერებს, რომ სრულიად ანონიმურად მივიდნენ, დააფიქსირონ თავიანთი თითის ანაბეჭდი, პრობაციის ბიუროში მისვლის ნაცვლად და უკვე ელექტრონულად მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც გასცემს პრობაციის ბიურო და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და თამამად უნდა ითქვას, რომ მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, ძალიან დაინტერესებული არის ამ ქართული ინოვაციის შესახებ და ეს უკვე არაერთ ჟურნალში არის გამოქვეყნებული. საუბარი იყო მრავალი ექსპერტის მიერ, რომ ეს არის ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით და მოხარულები ვართ, რომ ესეც ერთობლივი ძალებით გახდა შესაძლებელი”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები