ზარქუა: ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ პროტესტი დააფიქსიროს, მაგრამ ოჯახის და ბავშვების ხსენება მიუღებელი და დასაგმობია

შეიძლება, ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს ყველამ უნდა იცოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ის გამოეხმაურა “ნაცმოძრაობის” დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც სასესიო დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე რატი ბრეგაძეს მიმართა და უთხრა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ”.

ზარქუას თქმით, ოჯახისა და შვილების ხსენება არის წითელი ხაზი, რომელიც არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გადაკვეთოს.

„ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსიროს, მაგრამ ოჯახის და ბავშვების ხსენება მიუღებელი და დასაგმობია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ უნდა გადავლახოთ. ეს მიუღებელია, ეს სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მათ შორის, იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც. კი ბატონო, შეიძლება, პირადად ერთმანეთს რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს „მოსულა“ პოლიტიკაში, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს უნდა იცოდეს ყველამ”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები