პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე”.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი – კლაუს ვერნერ იოჰანისი. საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.
საქართველოს პრემიერმინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები