ბერლინში, სასტუმროში 16-მეტრიანი აკვარიუმი გასკდა

ბერლინში, სასტუმრო Dom Aquaree-ში 16- მეტრიანი აკვარიუმი გასკდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 100 თანამშრომელი იმყოფება, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ადგილზე პოლიციაც იმყოფება.

სამართალდამცავების თქმით, აკვარიუმიდან წყალი ქუჩაში მოედინება. მოქალაქეებს ტერიტორიის შემოვლისკენ მოუწოდებენ. სასტუმროს 350 სტუმარს ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები