ჩინეთის ელჩისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემა აგრარულ სფეროში თანამშრომლობა იყო

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება აგრარული მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებასა და გააქტიურებაზე გაამახვილეს. ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინოვაციის და იდეის შემოტანა შეგვიძლია ჩინეთიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რადგან მათ როგორც ჩაის წარმოებიდან დაწყებული, ასევე ბევრი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აგრარული მიმართულებით საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ და მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ საერთაშორისო ბაზარზე.
მოვილაპარაკეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის, ჩვენი ჩაის სექტორის განვითარებისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. მოვილაპარაკეთ ასევე ჩინეთის პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ჩვენი კომიტეტის მხრიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე და ამ მიმართულებით აქტივობები უკვე მომავალი წლიდან დაიგეგმება”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები