გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს. როგორც ჯინო ფირცხელიანის ახლობლები აცხადებენ, მათ პატიმარი საპატიმრო დაწესებულებაში 2 დღის წინ მოინახულეს და თავს მხნედ გრძნობდა. გარდაცვლილის დის განცხადებით, ფირცხელიანს საპატიმრო ვადის მოხდამდე 10 თვე ჰქონდა დარჩენილი და ოჯახს სამომავლო გეგმებზე ესაუბრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის N 6 საპატიმროში თანასაკნელებმა საპირფარეშოში წუხელ გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში წუხელ გვიან ღამით ნახეს.
“საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, – აცხადებენ სამინისტროში.
აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.