აშშ-ს ავიაციამ ერაყში მორიგი ავიაიერიში განახორციელა
ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ერაყში რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე მორიგი ავიაიერიში განახორციელა.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, განხორციელებულია 9 წერტილოვანი დარტყმა. განადგურებულია საბრძოლო მანქანები და ჯავშანტექნიკა. იერიში ქურთებით დასახლებული ქალაქის – ერბილის ახლოს განხორციელდა.
დღესვე მედია ავრცელებს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფოს“ ერაყში შეჭრის შემდეგ, მოკლულია 700 იეზიდი და ქრისტიანი.