ქალს მკერდის იმპლანტანტებით 120 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდა

ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს, რომელსაც ქვეყანაში მკერდის იმპლანტანტებით 120 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი შეჰქონდა.
43 წლის ქალბატონი მადრიდის აეროპორტში აიყვანეს. ესპანეთში ის კოლუმბიიდან ჩაფრინდა.
ეჭვი მესაზღვრეებმა ქალბატონის უჩვეულოდ ნერვული ქცევის გამო აიღეს, თუმცა პირველადი ჩხრეკის შედეგად, საეჭვო ვერაფერი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას უჩვეულო სახით – მკერდის იმპლანტანტით გადაჰქონდა.
ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შედეგად, მკერდიდან ორი პლასტიკატის შეკვრა ამოიღეს. თითო მათგანში 800 გრამზე მეტი კოკაინი იყო შენახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები