ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: „ნაცმოძრაობა“ 400 დღეა, ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” “ფეიკ” ინფორმაციებს ავრცელებდა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ მოუწოდებდნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ტერიტორიების 20%, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს. ეს არის რეალობა, დანარჩენი არის უწყებების საქმე, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლიდან სათანადოდ არის დაცული. მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მაინც გრძელდებოდა “ფეიკ” კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ 400 დღეა კვდება ეს კაცი. “ნაცმოძრაობა” 400 დღეა, ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება. პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში თავის ფეხით და 1-ელ ოქტომბერს დაიწყო შიმშილობა. მაშინ “ნაცმოძრაობა”, “მთავარი არხის” ხელმძღვანელობა პირდაპირ მოუწოდებდა მას თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები