ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთს წლის ბოლომდე ეწვევა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთში ჩამოსვლას და რამდენიმე შეხვედრის გამართვას წლის ბოლომდე აპირებს.

ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ალბოროვმა განუცხადა.

„როგორც ვიცი, რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან ედუარდოვიჩ გაგლოევი მოსკოვში ჩამოსვლას გეგმავს უახლოეს მომავალში, ახალ წლამდე. როგორც ვიცი, მას ექნება შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებსა და ფედერალურ მინისტრებთან“, – განაცხადა ალბოროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები