„შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში” – გელა გიგაურის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
15 დეკემბერს, 17:00 საათზე, პროექტის „შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში“ ფარგლებში, სმირნოვების
მუზეუმში მხატვარ გელა გიგაურის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 15 დეკემბერს და გაგრძელდება 17 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობისათვის: კვირეულის ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ყოველი კვირის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
პროექტის მიზანია ხელოვნების დარგში მოღვაწე სტუდენტების თუ პროფესიონალი მხატვრების ხელშეწყობა და ემსახურება „სმირნოვების მუზეუმის” პოპულარიზაციას, სადაც დაცულია ევროპული და ქართული ხელოვნების უნიკალური ექსპონატები.
პროექტი ხელს უწყობს სტუდენტებს და პროფესიონალ ხელოვანებს, რათა მათი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობადი და ხელმისაწვდომი.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია პროექტის ფარგლებში.