კიევმა რუსული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებაზე თანხმობა განაცხადა
ოფიციალურმა კიევმა რუსული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებაზე თანხმობა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით უკრაინამ თანხმობა განაცხადა, თუმცა საკუთარი პირობით – ჰუმანიტარული დახმარება კიევის ტერიტორიზე მხოლოდ „წითელი ჯვრის“ ეგიდით დაიშვას.
ტვირთს თავდაპირველად „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები შეამოწმებენ. დახმარება აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში დონეცკის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით შევა. ტვირთის გადაადგილებას ეუთო-ს წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
„უკრაინისა და რუსეთის მთავრობებმა ერთობლივი მუშაობის შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ფაქტით მოხარული ვარ. ახლა მთავარი ტვირთის შემოწმება და უსაფრთხოების გარანტიების მოცემაა“, – განაცხადა „წითელი ჯვრის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა პასკალ კუიტმა.