ირაკლი კობახიძე: გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა ან ფონ კრამონი არ არიან ევროპის სახე
“გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა ან ფონ კრამონი შეიძლება, იყვნენ ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახე, ეს ხომ აბსოლუტურად უღირსი განცხადებებია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი ევროპიდან მათ განცხადებებს ისმენს.
„ერთ მხარეს არის სამი მილიარდი დოლარის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც სამი მილიარდი მოიპარა, ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა და ის უნდა გათავისუფლდეს. უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი ამას ისმენს ევროპიდან“, – განაცხადა კობახიძემ.