ფრანსუა ოლანდი რუსეთ-უკრაინას მიმართავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟოზე მანუელ ბარუზოს შეხვდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართება, შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გახდეს ახალი სამიტის ჩასატარებლად, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას მხარს დაუჭერს.
როგორც ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება. მანვე მოუწოდა უკრაინას, მოახდინოს თავშეკავების დემონსტრირება სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისას.
ოლანდმა და ბაროზუმ ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული მდგომარეობის უკიდურესობას აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნეს, რომ საჭიროა მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.