ეროვნულ სასახლეში საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები”, გაიმართება
15 დეკემბერს, 11:00 საათზე ეროვნულ სასახლეში გაიმართება მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“.
ეროვნული სასახლის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, საქართველოს და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“კონფერენციის მიზანია დარგში არსებული გამოწვევების შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუდმივი კონტაქტის ხელშეწყობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.