შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ყველა პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის

“ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებში პენიტენციური სამსახურია გარკვეული.

„ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება – ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორმაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად პორცია-პორცია ასაჯაროებენ, ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები. ვერაფერს გეტყვით, სინამდვილეში რა და როგორ არის, ამაში პენიტენციური სისტემა უფრო გარკვეულია, ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები