დავით სერგეენკო: მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„არის მკურნალობა და არის შემთხვევის მართვა. მკურნალობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი აუცილებელი უკეთდება. რაც შეეხება შემთხვევის მართვას, რომელიც ფართე ცნება არის, ვიდრე მკურნალობა, ცალსახად არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების პოზიცია, ფუნქცია არის დაკნინებული და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები. ეს არის ძალიან დამაზიანებელი მინიმუმ ორი ფაქტორის გამო. ეს უარყოფითად მოქმედებს პაციენტის დამოკიდებულებაზე მკურნალობისადმი და მეორე, ეს უარყოფითად მოქმედებს ექიმების კვალიფიციურობაზე, მათზე პოლიტიკური ზეწოლის გამო. მიუხედავად მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლისა, მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.