ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელი იქნება, თუ კრემლი უკრაინაში ომს დაასრულებს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელი იქნება, თუ კრემლი უკრაინაში ომს დაასრულებს.
შოლცმა წინა გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მოსკოვი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან და არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას კიევთან.
„ამ დროისთვის, ის ურთიერთობები, რაც გვაქვს, მცირდება. თუმცა, რუსეთს, რომელიც დაასრულებს ომს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახლებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.