პარლამენტმა „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა

????????????????????????????????????

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა, რომელიც სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან დროებით გათავისუფლების საკითხს ეხება.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ის პირები, რომლებმაც, როგორც ფიზიკურმა პირებმა უკვე გადაიხადეს მოსაკრებელი და ამჯერად უნდათ, რომ იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ, 2023 წლის 1 ივლისამდე კიდევ ერთხელ აღარ გადაიხდიან 10 ათასს ლარს.
კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები