ირაკლი კობახიძე: ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნესპარტნიორია, ეს მისი საქმეა

ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნესპარტნიორია, ეს მისი საქმეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონგრესსა და სენატში საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის პარტნიორია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი. ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, მთელმა მსოფლიომ იცის, პირდაპირ კონგრესსა და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები. დაანებეთ ამ კაცსაც თავი. თუ ხიდაშელიც არის ბაიდენის ბიზნესპარტნიორი, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ, რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ დავით ხიდაშელი არის ბაიდენის ბიზნესპარტნიორი,
მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი. ბუნებრივია, ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ევტუშენკოვი მუდმივად გინდათ გამოიყენოთ სპეკულირებისთვის, ეს კაცი არის ჯო ბაიდენის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი და ამის გამო ამერიკამ ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რა შუაშია ან ხიდაშელი, ან ბაიდენი, ან ევტუშენკოვი. ჩვეულებრივად, სამართლებრივად როგორც არის ეს გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ჰქვია და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არცერთი გვარი ამასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები