ბექა ოდიშარია: პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით ლაპარაკობთ

ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გულისთვის ავტომატი ხელში არ გჭერია, 2008 წელს სად იყავი, მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს “ქართული ოცნება” პატივს არ სცემს.

“ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გულისთვის ავტომატი ხელში არ გჭერია, 2008 წელს სად იყავი, მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით, არ მახლდა, სხვათა შორის, არც ტელეოპერატორი, არც კიდევ სელფებს ვიღებდი, არც არავის ნებართვა დამჭირვებია და დაორგანიზება, სადმე რომ წავსულიყავი. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით ლაპარაკობთ და თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას”, – თქვა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები