ედიშერ გვენეტაძე – სააკაშვილზე: თაღლით-გაიძვერას მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპალამენტარ, ლობისტებად წოდებულ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ
ეტყობა, ამ თაღლით-გაიძვერას, მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპალამენტარ, ლობისტებად წოდებულ შენნაირ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ! შენს ვითომდაც ცრუ ავადმყოფობასა და უმადობაზეო, – წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილზე.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ბევრ ელექტრო სიგარეტს ეწეოდა, რომ დასუსტებულიყო და ყველა დაებოლებინა, ბოლოს ყველაფრისმკადრებელს შეუზღუდეს მოწევა.
„ეტყობა, ამ თაღლით-გაიძვერას, მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპალამენტარ, ლობისტებად წოდებულ შენნაირ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ!
შენს ვითომდაც ცრუ ავადმყოფობასა და უმადობაზეო!
ჰოდა შეჰქონდათ და შეჰქონდათ ელ.სიგარები. ეს სუპერაფერისტიც მეტი რა საქმე ჰქონდა თავისუფლების მოლოდინში უქიშინებდა და უქიშინებდა ტყიბულის პარაოზივით!
როგორც თვითმხილველები ამბობენ- სხეულის ყოველი ღია ნაწილიდან უშვებდა კვამლს და ცდილობდა, ყველა დაებოლებინა!
ბოლოს შეუზღუდეს ამ ყველაფრისმკადრებელს, შეუზღუდეს მოწევა!
ისმის კითხვა: კი, მაგრამ ჩვენისთანა უბრალო ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე, სანდამდე უნდა იყოს ეგ გაფუჭებული, ხუთვარსკვლავიან კლინიკაში მხარ-თეძოზე წამოპლაკული. ელექტროსიგარეტით პირში გაწყობილი, აკვამლიანებდეს შენობას და აბოლებდეს ჯერ კიდევ არსებულ მის მხარდამჭერ ბრიყვებს? წაათრიეთ ციხეში ეგ სიმულიანტი და იქ მოაწევინეთ, რამდენიც უნდა იმდენი ჭუტასეული “პრიმა” “ასტრა” და უფილტრო “პირველი”!“, – წერს გვენეტაძე facebook – ზე.