სომხეთში 37 ტონა კანაფი და ყაყაჩო გაანადგურეს (ფოტოკოლაჟი)
სომხური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, 15 აგვისტოსთვის სომხეთში კომპლექსური ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიება „კანაფი-ყაყაჩო -2014“ -ის შედეგად, 37 ათას 149 კილოგრამი ველური და გამოყვანილი კანაფი, ასევე 45, 1 კილოგრამი ყაყაჩო გაანადგურეს. საინფორმაციო სააგენტო “NEWS.am” -ის ცნობით, ოპერატიული ღონიძიებების შედეგად გამოვლენილია ნარკოტიკების გაყიდვის 39 შემთხვევა. 196 ობიექტზე აღმოჩენილია და კონფისკაცია გაუკეთდა 2 ათას 58 კილოგრამ კანაფის ფოთოლს, 26 კილოგრამ ყაყაჩოს მწვანე მასას და 600 გრამ ყაყაჩოს თავთავს.
აღძრულია სისხლის სამართლის 5 საქმე. ღონისძიების მიზანი ველურად მზარდი კანაფის და ყაყაჩოს, ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოყვანის მოსპობაა. ღონისძიების მიზანია ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის აღკვეთა.
მომზადებულია “NEWS.am”-ს მასალებზე დაყრდნობით