ვლადივოსტოკში ათასზე მეტი მაწანწალა ძაღლის მკვლელი დააკავეს
ვლადივოსტოკში პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქის მაცხოვრებელი დააკავეს, რომელსაც ბრალად ათასზე მეტი მაწანწალა ძაღლის მკვლელობა ედება. ეჭვმიტანილს დაკავებისას ხორცპროდუქტები, თოკები, ხელთათმანები და ასევე სპეციალურად დამზადებული ხაფანგები და ხუნდები აღმოუჩინეს. ჩხრეკისას დაკავებულის ბინიდან ასევე ამოღებულია ორი პისტოლეტი და სამედიცინო პრეპარატების შეკვრები. მამაკაცმა აღიარა, რომ ძაღლებს ხორცპროდუქტებში მოთავსებული ძლიერმოქმედი სამედიცინო პრეპარატების საშუალებით კლავდა, რათა მისი აზრით, ქალაქი პოტენციურად სახიფათო ცხოველებისაგან გაეთავისუფლებინა.
პოლიციის მონაცემებით, 2014 წლის იანვარში ათასზე მეტი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩადენილი დანაშაულისათვის ეჭვმიტანილს 6 თვემდე პატიმრობა ემუქრება.
მომზადებულია vesti.ru-ს მასალების მიხედვით