ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები არანაირად არ უწყობს ხელს მათი პარტიის გაძლიერებას
„მათი გათვლა – დესტრუქციისა და ომის პოლიტიკა, დღეს არ მუშაობს, ჩავარდა ეს პოლიტიკა. ამიტომ, კრიზისული სურათი უკვე შიგნით დაუდგათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებული მოვლენები ამ პარტიის კანონზომიერებით გამოწეული გეგმაზომიერი დაშლაა.
“პარტიაში მიმდინარე პროცესები არანაირად არ უწყობს ხელს მათი პარტიის გაძლიერებას. ეს არის ამ პარტიის კანონზომიერებით გამოწეული გეგმაზომიერი დაშლა, რომელშიც თუ ვინმე არის დამნაშავე, ეს არის მათი ლიდერი სააკაშვილი და მთლიანად ის პოლიტიკა, რაც ამ პარტიამ წლების განმავლობაში საქართველოში აწარმოა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.