მიხეილ სარჯველაძე: სპეკულაციებს, რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით ოპონენტების ნაწილი მიმართავდა, წერტილი დაესვა
“სპეკულაციებს, რასაც მიმართავდნენ ოპონენტების ნაწილი, მიკერძოებული ადამიანები, წერტილი დაესვა. ხელახალი გეგმა გაჩნდა, როგორ უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, რასაც ჰქვია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია.
„ინიციატივა მისასალმებელია. დასანანია დაკარგული წლები, თუმცა, ეს არის კვლავ სპეკულაციების და ცალკეულ პირთა არაკეთილსინდისიერი ქმედებების რეზულტატი. სამწუხაროდ, კომპანიამ, რომელმაც ეს ვალდებულება აიღო, ვერ შეასრულა, მოგვიანებით, ამისთვის სხვას აკრიტიკებდა. კონტრაქტის პირობა რაც იყო, ის პირობა ვერ შესრულდა და შემდეგ ეს პირები კონტრაქტის ახალი პირობების ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ახლა რა ნაბიჯიც სამომავლოდ გადაიდგმება, ეს ერთმნიშვნელოვნად სწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი. “ანაკლიის პორტს რაც შეეხება, აქ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და 51%-ის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.