დეპუტატები მიმდინარე სასესიო კვირაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით განიხილავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საკითხია.
„ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა უკვე მივიღეთ. შესაბამისი ცვლილებები პროექტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვების შედეგად შევიდა. ამიტომ მას ხვალ განვიხილავთ და შეგვეძლება მეორე მოსმენით მივიღოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.