საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ზედიზედ ორჯერ გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი .

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.
პროექტის თანახმად, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში დანიშვნა. ცვლილების მიხედვით, მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დიპლომატიურ თანამდებობის პირს, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს.
ცვლილება ასევე, შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში, რომელიც დიპლომატიური რანგისთვის შესაბამისი დანამატის გაცემის ვალდებულებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები