უსინათლო მძღოლმა ავტომობილით 323,2 კმ/სთ განავითარა (ვიდეო)

მანჩესტერის მკვიდრმა, 52 წლის მაიკ ნიუმანმა უსინათლოთა შორის სიჩქარის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ბანკ „Barclays“ -ის ყოფილმა თანამშრომელმა მაიკ ნიუმანმა სუპერქარ Nissan GT-R -ით 323,2 კმ / სთ სიჩქარე განავითარა. ნიუმანი ავტომობილში მარტოდმარტო იმყოფებოდა და მხოლოდ მანქანაში დამონტაჟებული აუდიომოწყობილობის საშუალებით მამა აძლევდა მითითებს. ძლიერი ქარის და წვიმის მიუხედავად, უსინათლო მძღოლმა ორი ურთიერთსაწინაამდეგო მიმართულებით ჯამში ოთხი გარბენი ჩაატარა და საშუალო სიჩქარე 323,2 კმ/სთ განავითარა. მონაცემები რეკორდის შესახებ გინესის რეკორდების კომისიას ოფიციალური დადასტურებისათვის უკვე გადაეგზავნა. გარბენი ბრიტანული აეროდრომის ევინგტონის საფრენ ბილიკზე განხორციელდა, რომელიც ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში ქალქ იორკის მახლობლად მდებარეობს. მაიკ ნიუმანს გინესის რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის , უკანასკნელად გასულ წელს სპორტკუპე Porsche 911 GT2 -ით 299,3 კმ/სთ განავითარა და თურქი პოპ-მომღერლის მეთინ სენთურქის მიერ ჩამორთმეული სარეკორდო შედეგის მფლობელობა დაიბრუნა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=O3Oq8AMdxvI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები