არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია. ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს მივანდოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისთვის მზადაა.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და მიაწოდონ სამედიცინო მომსახურება ისე, რომ პაციენტმა მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი მიიღოს. ამიტომ, ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს მივანდოთ. ჯანმრთელობის საკითხები სწორედ მათი საქმეა, ჩვენ კი მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან თანამშრომლობისთვის, ვის ინტერესებშიც რეალურად შედის, რომ საქართველო დაუახლოვდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე მსჯელობისა და პასუხისთვის მზად ვართ. კარგად გვესმის, რომ წარმოვადგენთ საქართველოს. ჩვენი ამოსავალი ყოველთვის იქნება მოქალაქეების ინტერესები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია, როგორც პრიორიტეტი, უმაღლეს რანგში აიყვანა და ეს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები