ბრიტანეთში უამინდობას ებრძვიან.
დიდთოვლობის გამო, ქვეყნის საკვანძო აეროპორტებში ავიარეისები ან გაუქმებული ან გადადებულია, შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.
მეტეოროლოგების თქმით, თოვლი, ნისლი, ყინვა და ქარბუქი შენარჩუნებული იქნება დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, მიდლენდსა და სახრეთ-დასავლეთში, ასევე, ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.
ასევე, მოსალოდნელია თოვლი და ყინვა ზედა შოტლანდიის ნაწილსა და ჩრდილოეთ ინგლისის სანაპიროზე 16 დეკემბრამდე.