“მადლობა უპრეცედენტო დახმარებისთვის” – ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მან შეერთებულ შტატებს „უპრეცედენტო სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის“ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერამ, არა მხოლოდ შეუწყო ხელი უკრაინის წარმატებას ბრძოლის ველზე, არამედ ხელი შეუწყო უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას.
ზელენსკის თქმით, რომ G-7 ონლაინ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს გაიმართება.
“დიდი შვიდეულის სამიტი დღეს გაიმართება, უკრაინა მასში მონაწილეობას მიიღებს. ამერიკასთან ჩვენი პოზიციები გვაქვს კოორდინირებული. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. და იქნება სიახლეები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატები კიევს ენერგეტიკული სისტემის აღდგენის საქმეში ეხმარება და იმედი გამოთქვა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მოხდება.
“მან მიუთითა უკრაინის ეფექტური საჰაერო თავდაცვის ფორმირების მნიშვნელობაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც უკრაინაში ზამთრის პერიოდი დაიწყო”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის სიტყვებს პრესსამსახური ციტირებს.
ზელენსკის თქმით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერის მზადყოფნა, რამდენადაც საჭირო იქნება, ისევე როგორც შეერთებული შტატების ერთგულება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
11 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი თურქ და ფრანგ კოლეგებთან გამართა.