სერგეი შოიგუ: სატვირთო მანქანებში, რომელსაც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს, რუსი სამხედროები არ არიან

სატვირთო მანქანებში, რომელსაც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს, რუსი სამხედროები არ არიან და სამხედრო ტექნიკაც არ არის,- განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
მედიის ცნობით, ამ საკითხზე სერგეი შოიგუ პენტაგონის წარმომადგენლებს ესაუბრა.  მისი მტკიცებით, ტვირთის შეტანით კრემლი  მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევას არ აპირებს. ჰუმანიტარული ტვირთი ამ დრომდე  როსტოვის ოლქში, ქალაქ კამენსკ-შახტიორსკში რჩება. ტვირთის შესამოწმებლად უკრაინის სასაზღვრო სამსახური ემზადება. მხარეებთან მოლაპარაკებას  “წითელი ჯვარი” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები