რა საიდუმლო გეგმის განხორციელებას გეგმავს „ნაცმოძრაობა“ 17 მაისს?

„ნაციონალური მოძრაობა“ 17 მაისს გეგმის განხორციელებას იწყებს და რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას გეგმავს, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის ქრონიკა“ აქვეყნებს. გაზეთს „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ავანტიურისტული გეგმის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც, მედიასაშუალების განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საკმაოდ სოლიდური პოსტი უჭირავს და მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციებზე მიუწვდება ხელი. წყაროს ინფორმაციით, „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აქვს გეგმა. გეგმის განხორციელება 17 მაისს დაიწყება, როცა ლიბერტარიანელები ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციას თბილისში გამართავენ. წყაროს ინფორმაციით, გიგა ბოკერია და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები მზად არიან, სისხლიც კი დაღვარონ, რომ ამის ხარჯზე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები გაზარდონ. როგორც საგაზეთო სტატიაშია აღნიშნული, თუ ამ დღეს გიგა ბოკერიას გეგმამ გაამართლა, რუსთაველზე სისხლი დაიღვარა და ხალხში დაპირისპირება დაიწყო, მაშინ აქციები გაგრძელდება და მთელ საზოგადოებას მოედება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საჭირო დროს და საჭირო მომენტში, რუსეთის სპეცსამსახურები ჩაერთვებიან საქმეში და საქართველოში თავიანთ აგენტურას „ნაციონალთა“ დასახმარებლად აამოქმედებენ. „გიგა ბოკერია და მისი გუნდის წევრები მზად არიან, რუსთაველზე სისხლიც დაღვარონ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, საპროტესტო აქციები ააგორონ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მიიყვანონ, ოღონდაც საწადელს მიაღწიონ – ხელისუფლება დაასუსტონ და ამის ხარჯზე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები გაზარდონ. დღეისათვის „ნაცმოძრაობის“ მთელი რესურსი, ფინანსურიც და ადამიანურიც, 17 მაისის აქციისკენაა მიმართული. აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ თუ აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, „ნაციონალებისთვის“ ეს დიდი დარტყმა იქნება და ვეღარ დააშინებენ თავის მომხრებსაც კი, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს საბჭოთა კავშირში აბრუნებს“, – აცხადებს ინკოგნიტო წყარო გაზეთთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები