ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციის ნაწილზე: არ მინდა დავიჯერო, რომ რ სურთ მხარი დაუჭირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს არჩევისთვის

არ მინდა დავიჯერო, რომ [ოპოზიციის ნაწილს] არ სურთ მხარი დაუჭირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს არჩევისთვის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლების უმრავლესობა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ვერ შეიქმნიან შთაბეჭდილებას კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს მათ გაურთულებთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც შეაფერხებს კონსენსუსზე დაფუძნებით პოზიციების შეჯერებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობა და მათი წარმომადგენლები, არ არიან მოწადინებულები და ორიენტირებულები, საქმიანად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. არ მინდა დავიჯერო, რომ არ სურთ მხარი დაუჭირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს არჩევისთვის. ცუდი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრული, ჩამოყალიბებული აზრი აქვთ, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, ან დაუჭერენ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. აქ პოლიტიკური გემოვნება არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ობიექტურობა და პროფესიონალიზმი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები