პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა პატიმრების გაცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის პატიმრების გაცვლა კომპრომისების ძიების შედეგია.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ სამუშაოს მომავალში გაგრძელებაზე. კონტაქტები გრძელდება და სპეცსამსახურების ხაზით არც არასდროს შეწყვეტილა. სხვა პატიმრების გაცვლაც შესაძლებელია. ეს არის მოლაპარაკებებისა და კომპრომისების ძიების შედეგი. შეიძლება თუ არა ამან შექმნას საფუძველი შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს რუსეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმება შედგა. შეერთებულმა შტატებმა კალათბურთელ ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთს იარაღით ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატიმრობაში რჩება ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები