“დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით” – რუსეთმა ბრიტნი გრინერი ვიქტორ ბუტზე გაცვალა

მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით დაკავებული, აშშ-ის მოქალაქე, კალათბურთელი ბრიტნი გრინერი თავისუფალია.

რუსეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმება შედგა. კალათბურთელი აშშ-ის ციხეში უკვე 12 წლის განმავლობაში მყოფ, იარაღით ცნობილ მოვაჭრეზე, ვიქტორ ბუტზე გაცვალეს.

გრანერი თებერვალში დააკავეს და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა.

დაკავებულების გაცვლას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის დღე, რომლისთვისაც მისი ადმინისტრაცია ბევრს მუშაობდა.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში ფასილიტაციისთვის.

„ბოლო რამდენიმე თვე მისი მეუღლისთვის, ოჯახისა და თანაგუნდელებისთვის ჯოჯოხეთი იყო“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გრინერს ტელეფონით უკვე ესაუბრა. ბაიდენის თქმით, ის რუსეთში მიუღებელ გარემოებებში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები