ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს რუსი ოლიგარქების გაყინული ქონების ჩამორთმევის გზებს განიხილავენ.
როგორც ევროკომისარმა იუსტიციისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იქნება უკრაინა, ასევე, რუსული აქტივების კონფისკაცია.
“მინისტრებს წარვუდგენ ინფორმაციას სანქციებთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ, სადაც ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება – სანქციების გვერდის ავლით კრიმინალიზაციის პოტენციურ კანონებზე დაყრდნობით. ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღება და ფიზიკური პირების და კომპანიების აქტივების კონფისკაცია,” – თქვა მან.
რეინდერსმა ასევე დაამატა, რომ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინაში ომის დანაშაულებში მონაწილე რუსების დევნის გზებს.