დავით სერგეენკო: პრემიერსა და პრეზიდენტს შორის პოლემიკა დაპირისპირებად არ აღიქმება

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის პოლემიკა დაპირისპირებად არ აღიქმება – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მეთაურსა და ქვეყნის პირველ პირს შორის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი გრძელდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს სამუშაო პროცესია, ეს არის პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება თითოეულ გადაწყვეტილებაზე და ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის, სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის ინტერესებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები