ენტონი ბლინკენი: აშშ მიიჩნევს, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრობისთვის მზად არიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი მზად არიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსს შეუერთდნენ.

„მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა“ პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას თითქმის შეუფერხებელი ურთიერთქმედება აქვს ალიანსის ძალებთან“, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, ფინეთი და შვედეთი ნატოს საერთო ღირებულებებს იზიარებენ – დემოკრატიისადმი ურყევ ერთგულებას, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას.

„მიმაჩნია, რომ ნატო ფინეთსა და შვედეთს მალე მიიღებს. მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ ორივე ქვეყანამ კონკრეტული ზომები მიიღო აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ჩვენი მოკავშირე თურქეთის უსაფრთხოების წუხილების მხრივ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები