„პუტინმა უკრაინაში ყველა მიმართულებით მარცხი განიცადა“ – გენერალი მარკ მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინასთან უკვე 10 თვეა გრძელდება და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყველა მიმართულებით მარცხი განიცადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ფონზე, რუსეთი დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს.

„უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს შეტევა კიევზე, ​​შემდეგ კი გაუძლეს ბრძოლებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკოვში კონტრშეტევის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და შემდეგ ისინი ხერსონიდანაც განიდევნენ.

ამ ფონზე რუსეთი უტევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ეს უკრაინელი ხალხის გატეხის მცდელობაა, მაგრამ ესეც წარუმატებელია. უკრაინის სამხედროები არ არიან დამოკიდებული ამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო ოპერაციებისთვის. თქვენ ნახავთ, რომ ეს არ არღვევს ხერხემალს, არამედ ზრდის უკრაინელი ხალხის გამძლეობისა და წინააღმდეგობის დონეს“, – განაცხადა მარკ მილმა.

გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ უკრაინის ტერიტორიის ნაწილს იკავებს, მათ გასათავისუფლებლად კი ზამთარში აქტიური ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები