“ენერგოატომი”: რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, მე-6 ბლოკთან “გრადები” განალაგა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, “გრადის” სისტემები შეიტანეს და მე-6  ​ენერგობლოკთან, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავის ახლოს განალაგეს.

შესაბამის ინფორმაციას “ენერგოატომის” პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მე-6 ბლოკთან და ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნებისმიერი აქტივობა დაარღვევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების წესებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს.

„ენერგოატომში“ მიაჩნიათ, რომ რუსული მხარე პროვოკაციას ამზადებს და “გრადები” შესაძლოა, იყოს გამოყენებული ნიკოპოლისა და მარგანეცის დასაბომბად.

“მივმართავთ IAEA-ს და მთელ მსოფლიო ბირთვულ საზოგადოებას და ვაცნობებთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე “გრადის” სისტემების განლაგების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეიქმნას უსაფრთხოების ზონა როგორც სადგურის შიგნით, ისე – მის გარშემო, სრული დემილიტარიზაციით და დეოკუპაციით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები