მამუკა მდინარაძე: როცა საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო

“იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი კითხვა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხმყოფელია.

„ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა. ვინც გავალებთ ახლა ამ კითხვას, იმას გადაეცით, რომ საკუთარ პარტიაში თანამებრძოლებს რომ აბრალებდნენ და ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, გმირებს, ამაზე განცხადება კი არ გაკეთდა, არამედ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველი გმირები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. მაშინ ეფიქრათ ვინ გმირი იყო, ვინ მოღალატე და ვინ აკეთებდა რუსეთის საქმეს. ახლა ეს ხალხი ავტორია კითხვისა – რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც თავისი მრწამსით იბრძვის სამშობლოსათვის, გმირია თუ არა. რა თქმა უნდა გმირია. ოღონდ, კითხვა იმ მხრიდან, რომლიდანაც პირდაპირ იქნა დადანაშაულებული საკუთარი სამხედროები, არის ამაზრზენი. ეს შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს პირველ პირს რომ ეკითხები, ვის მხარესაა, ეს არის შეურაცხმყოფელი. კითხვაზე გპასუხობთ: – „რა თქმა უნდა არის“ და თქვენ იგივე შეურაცხმყოფელ კითხვას მიმეორებთ. როდესაც საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, მხარდამჭერია და ამის ფონზე თქვენ სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქართველისა და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები