ერაყში ტერორისტებმა იეზიდების სოფელში 80 ადამიანი მოკლეს
ერაყის ჩრდილოეთით ტერორისტულმა დაჯგუფებამ ,,ისლამის სახელმწიფო“ განახორციელა იერიში იეზიდებით დასახლებულ სოფლებზე. ტელეკომპანია ,,სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ექსტერემისტებმა 80 ადამიანი მოკლეს და 100 ქალი გაიტაცეს. ერაყის სამთავრობო სამხედრო შტაბის მონაცემებით, იეზიდებით დასახლებული საფლები მდებარეობდა ტერორისტების სამხედრო ბაზიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ისლამისტებმა რამოდენიმე დღის წინ ალყა შემოარტყეს აღნიშნულ რეგიონს, სინდჯარას მთის გასწვრივ და დასახლებული პუნქტების დარბევა დაიწყეს. სოფლიდან გატაცებული ქალები მათ ქალაქ მოსულში წაიყვანეს, რომელსაც ამჟამად ტერორისტები აკონტროლებენ.