პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირის გზაზე

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, მოცდა საკმარისი არ არის. ქართველების შესასრულებელია საშინაო სამუშაო”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“როგორც ვიცით, საქართველომ მიიღო 12 პრიორიტეტი და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთხმად მიიღებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები