“დონეცკის რესპუბლიკის“ პრემიერი: უკრაინელი ჯარისკაცები ჩვენს მხარეზე გადმოდიან

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მასობრივად “დონბასელთა“ მხარეზე გადადიან. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
“25-ე აერომობილური ბრიგადის მეთაურმა წამოიყვანა საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი და ჩვენს მხარეს გადმოვიდა, ასეთი შემთხვევები ბოლო დღეების მანძილზე ძალიან ბევრია. მე მგონია, რომ მალე ჩვენს მხარეზე გადმოვლენ დიმიტროვკის და კოჟევნიკის სამხედრო ბაზებზე მყოფი სამხედროებიც, ასევე სხვა ბრიგადის ჯარისკაცები“,-განაცხადა ზახარჩენკომ.
დეფაქტო პრემიერის განმარტებით, “უკრაინელმა ჯარისკაცებმა ვერ გაიგეს, რისთვის ომობენ და ვისთვის იხოცებიან, აი ამიტომ გადმოდიან სახალხო არმიის მხარეზე“, – დასძინა ზახარჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები