რუსეთი ცდილობს, უკრაინაში კონფლიქტი დროებით გაყინოს, რათა გადაჯგუფდეს და უფრო დიდი შეტევა დაიწყოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Financial Times-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი ხანმოკლე შესვენებას ან კონფლიქტის ხანმოკლე გაყინვას ცდილობს, რათა თავისი ჯარების აღდგენა, გადაჯგუფება და შემდეგ უფრო დიდი შეტევის დაწყება შეძლოს. ახლა უკრაინას აქვს იმპულსი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება, რაზეც კიევისა და ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ძალების გაძევება და ქალაქ ხერსონის განთავისუფლება მიუთითებს. მისი თქმით, ეს ყოველივე რუსეთის სისუსტის ნიშანია.