“ბელარუს სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდათ, მზარდია უკმაყოფილება” – გენშტაბი

ბელარუსი სამხედროები, უკრაინასთან ომში ჩაბმის საფრთხის გამო, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობით არიან უკმაყოფილოები.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებაშია ნათქვამი, ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჯერ კიდევ არ არის მტრის შემტევი ჯგუფების ჩამოყალიბების ნიშნები, მაგრამ ბელარუსელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნეს, ბელარუსის საწვრთნელ პოლიგონზე რუსული ქვედანაყოფების სწავლება გრძელდება. რესპუბლიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას აგრძელებს, უთმობს საკუთარ ტერიტორიას და საჰაერო სივრცეს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები