ინდონეზიაში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი აიკრძალა
ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარებას კრძალავს და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის დებულებები გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე, ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე.
ერთად მცხოვრებ დაუქორწინებელი ადამიანებზე განაცხადის გაკეთება, მათ შორის, მშობლებს შეუძლიათ.
ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია და, მათ შორის, პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ან ვიცეპრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
კანონი ძალაში სამი წლის შემდეგ შევა.