გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა
„თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.
„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.